Accentnews.ge
ვაჟა სირაძე: "არანაირი სანქცია და შეზღუდვები არცერთ ძალოვანთან და მათ შორის, ჩემთან, არ მოსულა"

ვაჟა სირაძე: "არანაირი სანქცია და შეზღუდვები არცერთ ძალოვანთან და მათ შორის, ჩემთან, არ მოსულა"

03/07/2024 17:34:16 პოლიტიკა

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, არანაირი სანქცია და შეზღუდვები არცერთ ძალოვანთან, მათ შორის არც მასთან არ მისულა. ამის შესახებ მან აშშ-ის საელჩოში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"არანაირი სანქცია და შეზღუდვები რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არცერთ ძალოვანთან და მათ შორის, ჩემთან არ მოსულა და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან," - განაცხადა სირაძემ.

ცნობისთვის: "აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S