
საელჩო: აშშ-ის სპორტის ვიზიტორთა პროგრამაში ხუთი ნიჭიერი ქალი ფეხბურთელი და მათი მწვრთნელი მონაწილეობდნენ
03/07/2024 11:01:10 საზოგადოება
საქართველოშო შეერტებული შტატების საელჩოს ცნობით, აშშ-ის სპორტის ვიზიტორთა პროგრამაში ხუთი ნიჭიერი ქალი ფეხბურთელი და მათი მწვრთნელი მონაწილეობდნენ.
"ქართული ფეხბურთის სამყაროში ბედნიერ ამბებს ჩვენიც შეემატა. ძალიან ვამაყობთ ხუთი ნიჭიერი ქალი ფეხბურთელითა და მათი მწვრთნელით, რომლებიც აშშ-ის სპორტის ვიზიტორთა პროგრამისთვის შეირჩნენ. კალიფორნიაში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, განემტკიცებინათ საფეხბურთო უნარები, გაცნობოდნენ ამერიკას და ამერიკელი ხალხისთვის ქართული კულტურა გაეზიარებინათ. ასევე, ქართველი ათლეტები ჩაერთნენ დისკუსიებში გუნდურობის, ფიზიკური მომზადებისა და სპორტში გენდერული თანასწორობის შესახებ. ახლა, როდესაც ისინი საქართველოში დაბრუნდნენ, მოუთმენლად ველით მათი თამაშის ხილვას", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.