Accentnews.ge
ფეხბურთელების დახვედრის საზეიმო ღონისძიებაზე კობახიძის სცენაზე ასვლას შეძახილები მოჰყვა [ვიდეო]

ფეხბურთელების დახვედრის საზეიმო ღონისძიებაზე კობახიძის სცენაზე ასვლას შეძახილები მოჰყვა [ვიდეო]

02/07/2024 20:26:15 საზოგადოება

თავისუფლების მოედანზე, სადაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სცენაზე ასვლას დამსწრე საზოგადოების ნაწილის მხრიდან ნეგატიური შეძახილები მოჰყვა.

"გილოცავთ ყველას, გილოცავთ უდიდეს წარმატებას, უდიდეს სიხარულს, რომელსაც ევროპაში უწოდეს ქართული სასწაული. ვიდრე ჩემს სათქმელს ვიტყვი, მინდა, ვთხოვო სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც სურს ბიჭების დაჯილდოვება ღირსების ორდენებით", - თქვა კობახიძემ შეძახილების ფონზე და მიკროფონი პრეზიდენტს გადასცა, რომელსაც ტაშით შეხვდნენ.

ფეხბურთელების დაჯილდოვების შემდეგ პრემიერმა მოკლედ მიმართა აუდიტორიას და კვლავ განმეორდა ნეგატიური შეძახილები, შემდეგ კი სცენა დატოვა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S