Accentnews.ge
სანიოლი: ვიმედოვნებ, სამ წელიწადნახხევარში იგივე შედეგს დავდებთ, თუ არა უკეთესს

სანიოლი: ვიმედოვნებ, სამ წელიწადნახხევარში იგივე შედეგს დავდებთ, თუ არა უკეთესს

02/07/2024 19:51:48 საზოგადოება

„გამარჯობა, საქართველო“ - ასე მიმართა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთენლმა ვილი სანიოლმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს.

"რთულია, რომ ისაუბრო პრემიერის და პრეზიდენტის, ნიკა კვეკვესკვირის შემდეგ. მინდა, მხოლოდ ის ვთქვა, რომ სამნახევარი წელი ძალიან დიდი აღმოჩნდა დღევანდელ დღემდე. ძალიან ბევრი ოფლი დაიღვარა, ჩემი არა, მოთამაშეების. და ვიმედოვნებ, რომ კიდევ სამ წელიწადნახხევარში იგივე შედეგს დავდებთ, თუ არა უკეთესს,“ - თქვა ვილი სანიოლმა.

საქართველოს ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს 30 ივნისიდან, მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებთან დამარცხების (1:4) შემდეგ გამოეთიშა. თუმცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა, რადგან პირველად მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატში, ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალშიც გავიდა და 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.

საფეხბურთო ნაკრები თბილისში 2 ივლისს, დილით დაბრუნდა, თუმცა თბილისის აეროპორტში დილის 07:00 საათიდან შეკრებილი გულშემატკივარი მათ ვერ შევხდა. ფეხბურთელები ე.წ. სამთავრობო გასასვლელიდან ავტობუსით გაიყვანეს. შემდეგ ფედერაციაში განაცხადეს, რომ რომ გულშემატკივრები ფეხბურთელებთან შეხვედრას შეძლებდნენ დღეს, საღამოს 10 საათზე, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S