Accentnews.ge
პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

02/07/2024 19:40:56 საზოგადოება

ეროვნული ნაკრების და ფეხბურთის ფედერაციის წევრები ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ. მათ ჯილდო ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გადასცა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საზეიმო ღონისძიებაზე, სადაც გულშემატკივრებს ფეხბურთელებთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცათ.

სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილი ყველა პირს პრეზიდენტმა ღირსების ორდენები და მედლები ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის გადასცა.

"სასწაულია დღევანდელი დღე. მე ასეთი საქართველო მინდა – გახარებული ამ ბიჭების სასწაულით. მაგრამ სასწაული ასე არ მოდის. მაგრამ სასწაული უბრალოდ არ მოდის – ეს არის შრომა, თავდადება, შემართება, პროფესიონალიზმი, ქვეყნის სიყვარული, რაც ამ ბიჭებს ისე აქვთ შერწყმული, რომ მიაღწიეს მიუღწეველს და ეს მხოლოდ დასაწყისია",– თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, "მთავრობის, პრეზიდენტის და თქვენი ჯილდოა, რომელსაც ამ ბიჭებს გადავცემთ. გადავცემთ თქვენი სახელით".

თავის მხრივ, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელსაც დამსწრე საზოგადოებოს ნაწილი უკმაყოფილების გამოხატვით შეხვდა, განაცხადა, რომ მხარდაჭერა გაგრძელდება ფეხბურთის მიმართ:

"სექტემბრიდან გვექნება ახალი მატჩები. ორიოდე წელიწადში ეს ბიჭები ითამაშებენ ახალ სუპერ სტადიონზე".

უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს მთავრობაა და მასზე მიწვეული არ იყო პრეზიდენტი, რომელსაც ფეხბურთელების დაჯილდოება სურდა. ამიტომ, ღონისძიების დაწყებამდე ჯერ კიდევ ბუნდოვანი იყო, მიეცემოდა თუ არა ზურაბიშვილს გადაწყვეტილების დღესვე განხორციელების შესაძლებლობა. საბოლოოდ, როგორც ჩანს ხელისუფლების ამ ორ შტოს შორის შეთანხმება შედგა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S