Accentnews.ge
პატრიარქი: გულითადად ვულოცავთ ნაკრებს, მწვრთნელებსა და სრულიად საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულ გამოსვლას

პატრიარქი: გულითადად ვულოცავთ ნაკრებს, მწვრთნელებსა და სრულიად საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულ გამოსვლას

02/07/2024 17:19:23 საზოგადოება

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ევროპის ჩემპიონატზე საქართელოს სახელით ღირსეულ გამოსვლას ულოცავს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, მწვრთნელებსა და საქართველოს მოქალაქეებს.

მილოცვის ტექსტს პატრიარქ ილია მეორის სახელით საპატრიარქო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რომ საქართველოს ნაკრების ჩემპიონატზე გამოსვლამ მთელი ქვეყანა მოიცვა და საქართელო მსოფლიოს წინაშე "ღირსეულად წარმოაჩინა":

"საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, გულითადად ვულოცავთ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელით ღირსეულ გამოსვლას.

ამ ფაქტმა, შეიძლება ითქვას, მოიცვა მთელი ქვეყანა და ხალხს განსაკუთრებული სიხარული მოანიჭა, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მსოფლიოს წინაშე ღირსეულად წარმოჩინდა საქართველო და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც პატივისცემით განეწყვნენ. გილოცავთ და გლოცავთ, ჩვენო საყვარელო ფეხბურთელებო. ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი. ღმერთმა მოგვმადლოს ერთობა და ქვეყნისთვის ფრიად მნიშვნელოვანი სხვა დიდი გამარჯვებები".

საფეხბურთო ნაკრები თბილისში 2 ივლისს, დილით დაბრუნდა, თუმცა, თბილისის აეროპორტში დილის 07:00 საათიდან შეკრებილი გულშემატკივარი მათ ვერ შევხდა. ფეხბურთელები ე.წ. სამთავრობო გასასვლელიდან ავტობუსით გაიყვანეს. ფედერაციაში განაცხადეს, რომ გულშემატკივრები ფეხბურთელებთან შეხვედრას შეძლებენ დღეს, საღამოს 10 საათზე, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებაზე. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს მთავრობაა და მასზე არ მიუწვევიათ საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც დღეს ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოება სურს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S