Accentnews.ge
პარლამენტთან რკინის ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

პარლამენტთან რკინის ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

02/07/2024 11:56:13 საზოგადოება

"აგენტების კანონის" წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

მათ პროკურატურა 187-ე მუხლის მეორე ნაწილით ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობით მიმართა არგუმენტით, რომ არსებობდა მიმალვის საფრთხე. განსხვავებული პოზიცია ჰქონდა დაცვის მხარეს, მათ შორის, ადვოკატმა ხაზი გაუსვა, რომ მეფარიშვილი ერთადერთი მარჩენალი იყო ოჯახის. საბოლოოდ მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა.

2005 წელს დაბადებულ ომარ ოკრიბელაშვილსა და 2001 წელს დაბადებულ საბა მეფარიშვილს გამოძიება რკინის დამცავი ჯებირის მიზანმიმართულად დაზიანებას ედავება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 მაისს, თბილისში, საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ს.მ.-მ და ო.ო.-მ სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს“, – წერდა შსს.

ადვოკატები ბრალდებულების მიმართ ციხეში მტრულ გარემოზე მიუთითებდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S