Accentnews.ge
საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

02/07/2024 06:19:58 საზოგადოება

საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა.

ფეხბურთელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ.

ქომაგები სკანდირებენ: "მადლობა", "საქართველო".

დღეს 21:30 საათზე საფეხბურთო ნაკრები მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას დაიწყებს. 22:00 საათზე კი თავისუფლების მოედანზე ღონისძიება სახელწოდებით "საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს" გაიმართება.

ცნობისთვის: საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა. 30 ივნისს გერმანიაში, ქალაქ კიოლნში გამართულ მატჩში ესპანეთმა სძლია საქართველოს ნაკრებს, ანგარიშით 4:1.

მეოთხედფინალში ესპანეთის ნაკრები ტურნირის მასპინძელს – გერმანიის ნაკრებს 5 ივლისს შეხვდება.

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად, ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და მერვედფინალში გასვლა მოახერხა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S