ლევან ცუცქირიძე: ვაარსებთ ახალ მოძრაობას და ვიწყებთ პოლიტიკურ საქმიანობას
01/07/2024 17:53:50 პოლიტიკა
აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის დირექტორი ლევან ცუცქირიძე აცხადებს, რომ დაარსდა ახალი მოძრაობა "თავისუფლების მოედანი".
მისი თქმით, ქართულ პოლიტიკას ახალი ენერგია და იდეები სჭირდება
"დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვაარსებთ ახალ მოძრაობა "თავისუფლების მოედანს" და ვიწყებთ პოლიტიკურ საქმიანობას. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეობა არის ბრძოლა გამარჯვებისთვის და არა ბრძოლა გამორჩენისთვის. აქ ვართ იმიტომ, რომ ვიცით, ჩვენს ერთობას შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს დემოკრატიისა და ევროპული მომავლის გადარჩენასა და ამ ქვეყნის განვითარებაში. თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ ვალდებულებას, გავაკეთოთ ის, რაც ჩვენი ვალია. ჩვენ ვხედავთ, რომ საჭიროა ახალი იდეების და ახალი ენერგიის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში. ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ პატიოსანი, მცოდნე და პატრიოტი ადამიანების პოლიტიკაში ჩართვით. მხოლოდ ასეა შესაძლებელი გადავარჩინოთ საქართველოს დემოკრატია, რომლის გარეშეც შეუძლებელია რაიმე სხვა მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევა", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.


