Accentnews.ge
კობახიძე და კალაძე  კიოლნში ნურმაგომედოვს შეხვდნენ

კობახიძე და კალაძე კიოლნში ნურმაგომედოვს შეხვდნენ

01/07/2024 10:38:27 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე კიოლნში UFC-ს ყოფილ ჩემპიონს, დაღესტნელ ჰაბიბ ნურმაგომედოვს შეხვდნენ.

არაფორმალურ გარემოში გამართული შეხვედრის ამსახველი ფოტოები სოცქსელებში გავრცელდა.

რა თემები განიხილებოდა საუბრისას - უცნობია.

  • ცნობისთვის: 2021 წელს ნურმაგომედოვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავდა, თუმცა როგორც შემდეგ სოხუმში განაცხადეს, ვიზიტი გაუქმდა "აშშ-ის მხრიდან სასანქციო ზეწოლის, ამერიკული ვიზის გაუქმების, ამერიკაში კონტრაქტების გაწყვეტისა და UFC-ში სპორტული მოღვაწეობის შეზღუდვის პირდაპირი მუქარის გამო".

დღეს ტელეგრამ-არხმა Mash გამოაქვეყნა ინფორმაცია საგადასახადო დავალიანების გამო ნურმაგომედოვის 297 მილიონი რუბლის (დაახლოებით 3,4 მლნ დოლარის) მოცულობის ანგარიშების დაყადაღების შესახებ. ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ. კომენტარი არც თავად სპორტსმენს გაუკეთებია.

ნურმაგომედოვმა მსუბუქ წონაში UFC-ს ჩემპიონის ტიტული 2018 წელს მოიპოვა. მის აქტივში იყო 29 გამარჯვება და არც ერთი მარცხი. ბოლო ბრძოლა დაღესტნელმა 2020 წელს გამართა და ამით კარიერა დაასრულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S