Accentnews.ge
ესტონეთის საელჩო: საქართველოს ნაკრების თავდადება მაგალითია სხვა პატარა ქვეყნებისთვის

ესტონეთის საელჩო: საქართველოს ნაკრების თავდადება მაგალითია სხვა პატარა ქვეყნებისთვის

01/07/2024 10:11:40 საზოგადოება

ესტონეთის საელჩო საქართველოს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს.

"მთელი გულით ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისტორიული მომენტის შექმნას. მათი შესანიშნავი თამაში და თავდადება მაგალითია სხვა პატარა ქვეყნებისთვის, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მადლობა ბიჭებს!" – წერს ესტონეთის საელჩო.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალიდან – ესპანეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S