Accentnews.ge
„ვალენსია“: გვინდა, მივულოცოთ ჩვენს მეკარეს ბრწყინვალე ტურნირის ჩატარება, რითაც თავისი ქვეყნის ისტორია დაწერა

„ვალენსია“: გვინდა, მივულოცოთ ჩვენს მეკარეს ბრწყინვალე ტურნირის ჩატარება, რითაც თავისი ქვეყნის ისტორია დაწერა

01/07/2024 07:58:54 საზოგადოება

ესპანური საფეხბურთო კლუბი „ვალენსია“ ესპანეთის ნაკრებს მეოთხედფინალში გასვლას ულოცავს და ამასთან ერთად, გიორგი მამარდაშვილის განსაკუთრებულ თამაშზე საუბრობს.

„გიორგი მამარდაშვილის გამოსვლა ევრო 2024-ზე სრულდება. გვინდა, მივულოცოთ ჩვენს მეკარეს ბრწყინვალე ტურნირის ჩატარება, რითაც თავისი ქვეყნის ისტორია დაწერა“,- აღნიშნულია ესპანური კლუბის სოციალურ გვერდზე.

ცნობისთვის: საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.

30 ივნისს გერმანიაში, ქალაქ კიოლნში გამართულ მატჩში ესპანეთმა სძლია საქართველოს ნაკრებს, ანგარიშით 4:1.

მეოთხედფინალში ესპანეთის ნაკრები ტურნირის მასპინძელს – გერმანიის ნაკრებს 5 ივლისს შეხვდება.

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად, ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და მერვედფინალში გასვლა მოახერხა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S