Accentnews.ge
„უოტფორდი“:  ტურნირი, რომლითაც შეგიძლია, იამაყო, ყოჩაღ, გიორგი!

„უოტფორდი“: ტურნირი, რომლითაც შეგიძლია, იამაყო, ყოჩაღ, გიორგი!

01/07/2024 07:52:14 საზოგადოება

ინგლისური საფეხბურთო კლუბი „უოტფორდი“ ევრო-2024-ზე გიორგი ჩაკვეტაძის მიერ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ თამაშებს ეხმაურება.

„ტურნირი, რომლითაც შეგიძლია, იამაყო. ყოჩაღ, გიორგი!“,- წერს საფეხბურთო კლუბი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.

30 ივნისს გერმანიაში, ქალაქ კიოლნში გამართულ მატჩში ესპანეთმა სძლია საქართველოს ნაკრებს, ანგარიშით 4:1.

მეოთხედფინალში ესპანეთის ნაკრები ტურნირის მასპინძელს – გერმანიის ნაკრებს 5 ივლისს შეხვდება.

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად, ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და მერვედფინალში გასვლა მოახერხა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S