Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი: ზოგჯერ წაგებაც გამარჯვებაა! მადლობა ჩვენ ბიჭებს!

სალომე ზურაბიშვილი: ზოგჯერ წაგებაც გამარჯვებაა! მადლობა ჩვენ ბიჭებს!

01/07/2024 04:57:51 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩს „ფეისბუქზე“ ეხმაურება და წერს, რომ „ზოგჯერ წაგებაც გამარჯვებაა“.

სალომე ზურაბიშვილი ფეხბურთელებს მადლობას უხდის.

„ზოგჯერ წაგებაც გამარჯვებაა! მადლობა ჩვენ ბიჭებს!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.

30 ივნისს გერმანიაში, ქალაქ კიოლნში გამართულ მატჩში ესპანეთმა სძლია საქართველოს ნაკრებს, ანგარიშით 4:1.

მეოთხედფინალში ესპანეთის ნაკრები ტურნირის მასპინძელს – გერმანიის ნაკრებს 5 ივლისს შეხვდება.

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად, ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და მერვედფინალში გასვლა მოახერხა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S