
დღეიდან ე.წ. ლამინირებული უვადო პირადობის მოწმობები უქმდება
01/07/2024 07:22:17 საზოგადოება
1ივლისიდან ე.წ. ლამინირებული უვადო პირადობის მოწმობები უქმდება.
იუსტიციის სამინისტრო 15 მარტიდან არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობების მფლობელთათვის პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებას უზრუნველყოფს.
2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლების მიზნით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს.