Accentnews.ge
შვედეთის საელჩო: წინ გამარჯვებისკენ, საქართველო, ოცნებები ხდება!

შვედეთის საელჩო: წინ გამარჯვებისკენ, საქართველო, ოცნებები ხდება!

01/07/2024 06:36:56 ციტატა

"შვედეთის საელჩო უერთდება ქართველ გულშემატკივარს და დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნული ნაკრების საოცარ ბიჭებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის.

მადლობა ყველას ამ დღეებისთვის!

წინ გამარჯვებისკენ, საქართველო, ოცნებები ხდება!

გისურვებთ მრავალ წარმატებას მომავალში!", – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის: საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.

30 ივნისს გერმანიაში, ქალაქ კიოლნში გამართულ მატჩში ესპანეთმა სძლია საქართველოს ნაკრებს, ანგარიშით 4:1.

მეოთხედფინალში ესპანეთის ნაკრები ტურნირის მასპინძელს – გერმანიის ნაკრებს 5 ივლისს შეხვდება.

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად, ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და მერვედფინალში გასვლა მოახერხა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S