Accentnews.ge
მთავრობამ შესაძლოა, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით გეგმები შეცვალოს

მთავრობამ შესაძლოა, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით გეგმები შეცვალოს

28/06/2024 11:45:45 პოლიტიკა, საზოგადოება

მთავრობამ შესაძლოა, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით გეგმები შეცვალოს. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში წლიური მოხსენების წარადგინისას ისაუბრა.

„მადლობა კიდევ ერთხელ ჯანდაცვის მინისტრს იმისათვის, რომ მას აქვს ასეთი ძალიან აქტიური და ცოცხალი კომუნიკაცია, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთა, ასევე პაციენტებთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც უკავშირდება უშუალოდ მათ ინტერესებს. მინდა, გავიხსენო რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხი, რომელიც საბოლოოდ გადაწყდა საავადმყოფოს პერსონალის ინტერესების და რეკომენდაციების გათვალისწინებით. აქ მთავარი იყო ის, რომ ეს რეკომენდაციები იყო თავისთავად არგუმენტირებული, საფუძვლიანი და საბოლოო ჯამში, მივიღეთ გადაწყვეტილება ამ სივრცის უკანა ტერიტორიაზე ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის თაობაზე. პროექტირება წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, ამის შემდეგ დაიწყება უკვე მშენებლობის სამუშაოები.

ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ წინა სივრცე იქნებოდა გამოყენებული საინვესტიციო პროექტისთვის, თუმცა ამაზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს, არ არის გამორიცხული, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მთლიანი ტერიტორია იყოს გამოყენებული საავადმყოფოს გაფართოებისთვის, ან საუნივერსიტეტო სივრცის დამატებისთვის. მთავრობა უზრუნველყოფდა მიზნობრივ ჯგუფებს, მათ შორის ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ბავშვებს სოციალური დაცვის პროგრამებით“, - განაცხადა პრემიერმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S