Accentnews.ge
აქუბარდია – პრემიერს: საგარეო კურსის რუსეთისკენ შეტრიალების გამო ნახევრად ცარიელ დარბაზში გამოდიხართ არა მხოლოდ დეპუტატების, არამედ ევროკავშირისა და NATO-ს ელჩების დემარშის გამო

აქუბარდია – პრემიერს: საგარეო კურსის რუსეთისკენ შეტრიალების გამო ნახევრად ცარიელ დარბაზში გამოდიხართ არა მხოლოდ დეპუტატების, არამედ ევროკავშირისა და NATO-ს ელჩების დემარშის გამო

28/06/2024 11:27:50 პოლიტიკა

"ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრული საშინაო და საგარეო კურსის რუსეთისკენ შეტრიალების გამო, დღეს თქვენ აქ ნახევრად ცარიელ დარბაზში გამოდიხართ არა მხოლოდ დეპუტატების დემარშის, არამედ ევროკავშირისა და NATO-ს ელჩების დემარშის გამო",- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელიც პარლამენტში წლიური ანგარიშის წარსადგენად მივიდა.

აქუბარდიას თქმით, პრემიერისთვის რამდენიმე კითხვის დასმის შემდეგ, იგი კვლავ შეუერთდება თავისი კოლეგების ბოიკოტს, რომელიც "აგენტების კანონის" მიღების შემდეგ გამოაცხადეს.

"კითხვა ნომერი ერთი - მაშინ, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების საკუთარ სახლებში დაბრუნება საქართველოს გაცხადებული ინტერესი გახლდათ, ხოლო თქვენ ჩინეთს მადლობა გადაუხადეთ იმისთვის, რომ გაეროში ამ რეზოლუციას ხმა არ მისცა, ვის მხარეს ხართ თქვენ და ივანიშვილი და რას უპასუხებთ უამრავ დევნილს ამ საკითხთან დაკავშირებით?

როცა კირბალში თამაზ გინტური ოკუპანტებმა წმინდა გიორგის სალოცავთან მოგვიკლეს, ტატუნაშვილი ოთხოზორიას სიაში მისი მკვლელები თქვენ არც შეიყვანეთ, არც სია არ წარმოადგინეთ აქ ანგარიშის სახით, ნიშნავს თუ არა ეს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩვენი მოქალაქეების მკვლელების დაუსჯელობის წახალისებას და ოკუპანტის სასარგებლოდ ქმედებას?

როდესაც ქვეყნის გამთლიანების ხედვის შემუშავების პირობა, რომელიც 2020 წლიდან „ოცნების“ მხრიდან საჯაროდ ანგარიშებით იყო დაფიქსირებული, რუსეთის მიერ მოშლილი სუვერენიტეტის ნამდვილი მხარდამჭერები თქვენ მტრად გამოაცხადეთ, შეასრულეთ თუ არა ამით მტრის ამოცანა და რატომ ატყუებთ ხალხს, რომ თითქოს ამ გზით სუვერენიტეტს იცავთ? თქვენ ხომ რეალურად რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებს უერთებთ მთლიანად დანარჩენ საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში დასაბრუნებლად.

მაშინ, როდესაც ამერიკელი ხალხის დახმარებას ჯარისთვის სათუოს უწოდებთ, ხოლო ავტორიტარული მეთოდების გამოყენების გამო, ჯარს სწირავთ დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე დარჩენისთვის, ვის ინტერესებს ასრულებთ თუ არა კრემლის და რას ეუბნებით ჩვენს სამხედროებს?

მაშინ, როდესაც ანტიდასავლური დეზინფორმაციის მთავარი გამხმოვანებელი თავად თქვენ ხართ, რასაც თქვენ ევროკავშირი ღიად გეუბნებათ, როცა ევროკავშირის კარი თავად ჩაკეტეთ, ისევე როგორც ნატოსი და ამისთვის მხოლოდ კრემლი გაქებთ და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ქვეყნის 20%-ის გარეშე გთავაზობთ, ვის ინტერესებს ასრულებთ თქვენ თუ არა კრემლის? ეს არის ის კითხვები, რომლებსაც თქვენ საჯაროდ უნდა უპასუხოთ. არა მე მიპასუხოთ, არამედ ხალხს, რადგან ეს ყველაფერი არის საგარეო კურსის რუსეთისკენ შემოტრიალება“, - განაცხადა აქუბარდიამ.

თეონა აქუბარდიას კითხვებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ასე გამოეხმაურა:

„ხალხის სახელით რომ ლაპარაკობთ თქვენ, ეს ცალკე კომედიაა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S