
საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრებად სუბსიდირებული ფრენები დაინიშნა
28/06/2024 09:49:34 საზოგადოება
საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრებად სუბსიდირებული ფრენები დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
"საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად მორგებული სუბსიდირებული ჩარტერული ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:
- 29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 12:00
- 29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 19:00
- 30 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 04:30
- 2 ივლისი კიოლნი-თბილისი, გამოფრენა 15:00
გამფრენი მგზავრები რეგისტრაციაზე, შესაბამის აეროპორტებში, 3 საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ
საქართველოს მოქალაქეებმა თბილისიდან კიოლნში გამგზავრებისას, სამგზავრო დოკუმენტებთან ერთად, თან უნდა იქონიონ საქართველოს ნაკრების ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთები", – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის: საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.
ფეხბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს ოცდაოთხი მონაწილე ნაკრებიდან თექვსმეტი საუკეთესო შემორჩა და მათ შორის საქართველოს ნაკრებიცაა.
მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა კიოლნში 30 ივნისს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.