Accentnews.ge
ფაბრიციო რომანო: ევროპის ჩემპიონატის შემდეგ "ნაპოლი" კვარაცხელიას განახლებულ კონტრაქტს შესთავაზებს

ფაბრიციო რომანო: ევროპის ჩემპიონატის შემდეგ "ნაპოლი" კვარაცხელიას განახლებულ კონტრაქტს შესთავაზებს

27/06/2024 16:32:36 საზოგადოება

სპორტის გავლენიანი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო აცხადებს, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კლუბი ხვიჩა კვარაცხელიას განახლებულ კონტრაქტს შესთავაზებს.

მისი ინფორმაციით, "ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი დღეს ხვიჩა კვარაცხელიას და მის აგენტს გერმანიაში შეხვდა და კლუბის მესიჯი ჩაუტანა, რომ „ნაპოლი“ ამ ზაფხულზე მის გაშვებას არ გეგმავს, რადგან იგი კლუბის საკვანძო ფეხბურთელია".

ცნობისთვის: საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.

ფეხბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს ოცდაოთხი მონაწილე ნაკრებიდან თექვსმეტი საუკეთესო შემორჩა და მათ შორის საქართველოს ნაკრებიცაა.

მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა კიოლნში 30 ივნისს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S