Accentnews.ge
Transfermarkt-ზე ყველაზე ნახვადი ფეხბურთელების სიაში მიქაუტაძე, მამარდაშვილი და  კვარაცხელია მესისა და რონალდუსაც უსწრებენ

Transfermarkt-ზე ყველაზე ნახვადი ფეხბურთელების სიაში მიქაუტაძე, მამარდაშვილი და  კვარაცხელია მესისა და რონალდუსაც უსწრებენ

27/06/2024 14:53:47 საზოგადოება

Transfermarkt-ზე ყველაზე ნახვადი ფეხბურთელების სიაში პირველ სამ ადგილს ქართველი ფეხბურთელები გიორგი მიქაუტაძე, გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია იკავებენ.

მათ შემდეგ მეოთხე და მეხუთე ადგილზე არიან კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი.

Transfermarkt მსოფლიოს უდიდესი ვებ–საიტია, რომელიც ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასებს ეძღვნება.

ცნობისთვის: საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.

ფეხბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს ოცდაოთხი მონაწილე ნაკრებიდან თექვსმეტი საუკეთესო შემორჩა და მათ შორის საქართველოს ნაკრებიცაა.

მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა კიოლნში 30 ივნისს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S