Accentnews.ge
პარლამენტმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოში 3 წევრი აირჩია

პარლამენტმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოში 3 წევრი აირჩია

27/06/2024 11:08:51 პოლიტიკა, საზოგადოება

პარლამენტმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე სამი წევრი აირჩია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა იზაბელა ოსიპოვას, სოსო სტურუასა და გიორგი იაკობაშვილის კანდიდატურები დაამტკიცეს.

იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურა სახალხო დამცველის კვოტით იყო წარდგენილი, სოსო სტურუა აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტით, ხოლო გიორგი იაკობაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსი 20 მაისს გამოცხადდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S