Accentnews.ge
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი – საქართველოს ეროვნულ გუნდზე: მოგვიწევს, ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მოტივაცია, რომელიც, მათ შორის პორტუგალიის დამარცხებით მიიღეს, მათ უფრო საშიშებს ხდის

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი – საქართველოს ეროვნულ გუნდზე: მოგვიწევს, ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მოტივაცია, რომელიც, მათ შორის პორტუგალიის დამარცხებით მიიღეს, მათ უფრო საშიშებს ხდის

27/06/2024 10:04:31 საზოგადოება

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე აცხადებს, რომ ქართველებთან დაპირისპირებისას "მოუწევთ, ძალიან ფრთხილად ითამაშონ". ამის შესახებ მან საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლის შემდეგ ისაუბრა.

"ჩვენ მათ [საქართველოს ნაკრებს] უდიდეს პატივს ვცემთ. ეს არის გუნდი, რომელიც ატარებს დიდ ტურნირს და რომელმაც პორტუგალია დაამარცხა. მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ დავინახეთ, რომ ისინი იხვეწებოდნენ და პროგრესირებდნენ. ჩვენ უნდა წარმოვადგინოთ ჩვენი საუკეთესო ვერსია, რომ გვქონდეს გავლის შანსი. ვხედავთ, რომ მათ [თამაშის] სისტემა გარკვეულწილად შეცვალეს, მაგრამ არა ის იდეა, რაც მათ აქვთ, იმ მოთამაშეებით, რომლებიც კონტრშეტევაზე ძალიან სწრაფად გადადიან. მოგვიწევს, ვიყოთ ძალიან ფრთხილად. გასული მატჩების გამოცდილება, მერვედფინალში გასვლა და დამატებითი მოტივაცია, რომელიც პორტუგალიის დამარცხებით მიიღეს, მათ უფრო საშიშებს ხდის. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ჩვენი იდეა და გავაგრძელოთ ზრდა. ჩვენს თავებში, გულებში და ფეხებში უნდა განვვითარდეთ. ჩვენ ფეხბურთელებს ეს ესმით. თუ შორს გასვლა გვსურს, გაუმჯობესება მუდმივი უნდა იყოს",– განაცხადა ფუენტემ.

ცნობისთვის: საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.

ფეხბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს ოცდაოთხი მონაწილე ნაკრებიდან თექვსმეტი საუკეთესო შემორჩა და მათ შორის საქართველოს ნაკრებიცაა.

მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა კიოლნში 30 ივნისს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S