Accentnews.ge
საპარლამენტო უმრავლესობამ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საპარლამენტო უმრავლესობამ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

27/06/2024 09:41:18 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობამ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

კენჭი თავდაპირველად პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ეყარა, რომელიც პარლამენტმა არ გაიზიარა - მის წინააღმდეგ ხმა 63-მა დეპუტატმა მისცა. შემდეგ კი კენჭი უყარეს „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს და ის თავდაპირველი რედაქციით მიიღეს - მის სასარგებლოდ ხმა 78-მა დეპუტატმა მისცა.

პრეზიდენტმა "საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს ვეტო 13 ივნისს დაადო.

ცნობისთვის: 30 მაისს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. ცვლიელებების თანახმად, თუ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დადგენილებებმა და საკადრო ცვლილებებმა წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მათი მიღება ხელახალ კენჭისყრაზე უბრალო უმრავლესობით იქნება შესაძლებელი. ამასთან, კომისია ოპოზიციის ხმების გარეშე შეძლებს დადგენილებების მიღებას, რაც მოქმედი კანონით შეუძლებელია.

გარდა ამისა, უქმდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის არსებობა შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმების ნაწილია. ის არჩევნების დანიშვნიდან ათი დღის ვადაში იქმნება და სახალხო დამცველისა და ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S