Accentnews.ge
საფრანგეთის საელჩო: ქართული ფეხბურთი იმსახურებს ადგილს გრანდებს შორის

საფრანგეთის საელჩო: ქართული ფეხბურთი იმსახურებს ადგილს გრანდებს შორის

27/06/2024 08:58:03 პოლიტიკა, საზოგადოება

"ბრავო ! ვულოცავთ საქართველოს ნაკრებს არაჩვეულებრივ თამაშს ევრო 2024-ზე და მერვედფინალის ისტორიული საგზურის მოპოვებას !ბედნიერები ვართ, რომ ეს ლამაზი ევროპული თავგადასავალი გრძელდება ქართველი მოთამაშეებისა და გულშემატკივრებისთვის. ქართული ფეხბურთი იმსახურებს ადგილს გრანდებს შორის!", - ასე ეხმიანება საქართველოში საფრანგეთის საელჩო საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას.

ცნობისთვის: საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.

ფეხბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს ოცდაოთხი მონაწილე ნაკრებიდან თექვსმეტი საუკეთესო შემორჩა და მათ შორის საქართველოს ნაკრებიცაა.

მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S