Accentnews.ge
ევროკავშირის წარმომადგენლობა: "საქართველოს მთავრობა ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს"

ევროკავშირის წარმომადგენლობა: "საქართველოს მთავრობა ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს"

27/06/2024 07:45:32 პოლიტიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის 10 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"დღეს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წელი შესრულდა; ეს პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპია და ასევე შეხსენება, რომ ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირში მომავლისკენ სწრაფვას მტკიცედ უჭერს მხარს. საქართველოს მთავრობა ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს. საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, მაგრამ საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინ ვერ წაიწევს, თუ მოქმედების კურსი არ შეიცვლება",– ნათქვამია განცხადებაში.

2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება გაფორმდა, 2016 წელს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდა.

2017 წლიდან საქართველოს მოქალაქეები შენგენის სივრცეში უვიზოდ მიემგზავრებიან და სამ თვემდე დარჩენის უფლება აქვთ.

წელს კი საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, თუმცა მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკებების გახსნამდე „აგენტების კანონი“ მიიღო, რომელსაც ევროკავშირი და ქვეყნის სხვა პარტნიორები ევროინტეგრაციის ხელშემშლელ გარემოებად მიიჩნევენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S