
ჰელსინკის კომისია – საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლაზე: "ეს ქვეყანა ევროპას ეკუთვნის, საქართველოს გაუმარჯოს"
27/06/2024 05:29:26 პოლიტიკა, საზოგადოება
აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოს ნაკრებს "ევრო 2024-ის" მერვედფინალში გასვლას ულოცავს.
"საქართველოს ხშირად არ აფასებენ, მაგრამ ვიცით, რომ მისი ხალხი ძლიერია და საქართველო ევროპას ეკუთვნის. საქართველოს გაუმარჯოს", - ნათქვამია ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.
ფეხბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს ოცდაოთხი მონაწილე ნაკრებიდან თექვსმეტი საუკეთესო შემორჩა და მათ შორის საქართველოს ნაკრებიცაა.
მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.