Accentnews.ge
სანიოლი: ჩვენმა ფეხბურთელებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბეს! ახლა უნდა მოვემზადოთ მომდევნო დაპირისპირებისთვის!

სანიოლი: ჩვენმა ფეხბურთელებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბეს! ახლა უნდა მოვემზადოთ მომდევნო დაპირისპირებისთვის!

26/06/2024 22:12:08 საზოგადოება

შესანიშნავად ითამაშეს ჩვენმა ფეხბურთელებმა. ყველა მოლოდინს გადააჭარბეს,– თქვა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.

"კონცენტრირებული ვართ ტურნირზე და ახლა რთულია იმის გააზრება, თუ რისი გაკეთება მოვახერხეთ. როდესაც დავბრუნდებით შინ, გვექნება დასვენების პერიოდი და მაშინ გავიაზრებთ, რამდენად დიდი იყო ეს გამარჯვება...ახლა კონცენტრირებულები უნდა დავრჩეთ და მოვემზადოთ მომდევნო დაპირისპირებისთვის. კარგად ვითამაშეთ თურქეთის და ჩეხეთის წინააღმდეგ, თუმცა დღეს, როგორც უკვე ვთქვი, გადააჭარბა მოლოდინს საქართველომ",– თქვა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

მას საქართველოს ნაკრების თამაშის სტილზე ჰკითხეს.

"თითქოს ამ ტურნირის ყველაზე დაბალრეიტინგული გუნდი ვართ, მაგრამ წასაგებად არ მოვსულვართ. ჩვენ განვაცხადეთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, არ გვინდა, ტურნირი სინანულით დავტოვოთ, გვინდა ვისიამოვნოთ. რთულია ტურნირი მაშინაც, როდესაც პორტუგალია, ინგლისი, საფრანგეთი ხართ...დიდი წნეხია, ყველა გამარჯვებას ელის, მაგრამ საქართველოს ნაკრებზე ეს წნეხი არ იყო. ტურნირის დასაწყისში ჩვენი მიზანი იყო, რომ ქართველებს ჩვენით ეამაყათ და ამას მივაღწიეთ!",– უპასუხა სანიოლმა.

მან თქვა რომ გუნდი ემზადება თითოეული შეხვედრისთვის:

"ესპანეთი არის პირველი წრის საუკეთესო გუნდი. ეს დიდი გამოწვევაა. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლო წუთამდე, როგორც ამას ვაკეთებდით ტურნირის პირველი მატჩიდან ბოლოს ჩათვლით".

ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ოთხი ქულა მოიპოვა და მერვედფინალში გავიდა.

30 ივნისს, მერვედფინალში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S