
კაშია: ისტორია დავწერეთ! დღეს მთელი საქართველო ემოციებისგან დაცლილია, მიხარია ასეთი საქართველოს ნახვა!
26/06/2024 21:28:41 საზოგადოება, ციტატა
„დღეს უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ. ისტორია დავწერეთ და შეუძლებელი შევძელით. მიხარია, რომ მონაწილე ვიყავი ამ თამაშის. ბიჭებს, მწვრთნელებს, გულშემატკივრებს, ყველას დიდი მადლობა. დღეს მთელი საქართველო ემოციებისგან არის დაცლილი. მიხარია ასეთი საქართველოს ნახვა[...]] გულშემატკივრებს სასწაული მხარდაჭერა აქვთ, ამას ვგრძნობთ. გასვლით თამაშებზე სახლში ვთამაშობთ. ფეხბურთელების ოცნება იყო, რომ უცხო ქვეყანაში ისე გვეგრძნო თავი, როგორც საკუთარ სახლში. ის გარემო, რასაც გულშემატკივრები ქმნიან ჩვენ გვეხმარება წარმატების მიღწევაში. ჩემი დიდი მადლობა მათ!“,- თქვა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.