
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
26/06/2024 15:17:19 რეგიონები, საზოგადოება
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ონთან, სოფელი ბაჯიხევი იყო.
წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდას შეადგენდა.