Accentnews.ge
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ ყარაბაღის მეორე ომი რუსეთის ნებართვის გარეშე არ მოხდებოდა

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ ყარაბაღის მეორე ომი რუსეთის ნებართვის გარეშე არ მოხდებოდა

26/06/2024 14:52:02 კავკასია

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა ისაუბრა სომხეთის რუსეთზე სრული დამოკიდებულების შედეგებზე.

“როდესაც სომხეთის მთლიანად რუსეთზე იყო დამოკიდებული, ომი არ გვქონდა? გვქონდა. მოდით, დავაფიქსიროთ, რომ ამ არსებული ვითარების გამო ჩვენ ომში აღმოვჩნდით. ამ ცვლილებებით სტაბილურობის მოტანას ვცდილობდით და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ცვლილებები სტაბილურობამდე მიგვიყვანს”, - განაცხადა გრიგორიანმა.

უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, რუსეთმა მთიანი ყარაბაღი დაიპყრო:

„ეს მაშინ მოხდა, როცა ჩვენ მთლიანად რუსეთზე ვიყავით დამოკიდებული. რუსეთი მოვიდა, მთიანი ყარაბაღი წაგვართვა, აზერბაიჯანს დაუბრუნა, მერე წავიდა – აი, ეს არის რეალობა. მე ვამტკიცებ, რომ რუსეთმა მთიანი ყარაბაღი დაიპყრო. რუსეთის ნებართვის გარეშე ომი არ იქნებოდა“, - შეაჯამა გრიგორიანმა.

მანამდე სომხეთის პრემიერმა ქვეყნის უსაფრთხოების რუსეთზე მინდობას შეცდომა უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S