Accentnews.ge
რუსეთი "მზადაა, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გზით იაროს"

რუსეთი "მზადაა, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გზით იაროს"

26/06/2024 13:47:49 პოლიტიკა

რუსეთი "მზადაა, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გზით იაროს და მხარს უჭერს ქართული მხარის ყველა წამოწყებას ამ მიმართულებით". ამის შესახებ რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

"კვლავინდებურად ვთვლით, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზება ორივე ხალხის ინტერესებს პასუხობს... შესაბამისად, მხარს ვუჭერთ ყველა წამოწყებას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ამ კონტექსტში მივესალმებით [დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის] ხსენებულ ინიციატივასაც და მზად ვართ, ამ მიმართულებით ვიაროთ" - განაცხადა ზახაროვამ.

ცნობისთვის: 11 ივნისს ქართულმა ოპოზიციურმა ტელეარხმა "მთავარი" გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებები ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მუშაობენ. მაშინ რუსეთის საგარეო უწყებაში ამ ინფორმაციას "ქართული ოპოზიციური რესურსების ფეიქი" უწოდეს.

თავად ინიციატივა 2023 წლის ბოლოს დაფუძნებულ პროკრემლისტურ ქართულ პარტიას "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ეკუთვნის, რომლის რუსეთში მცხოვრები წარმომადგენლებიც ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის პრორუსი დეპუტატების მოწვევით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოშიც იმყოფებოდნენ..

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის ომისა და მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S