ზურაბიშვილი – რუტეს: "ვიმედოვნებ, თქვენი ხელმძღვანელობა იქნება წარმატებული მათთვის, ვინც მოუთმენლად ველით გაფართოებულ NATO-ს"
26/06/2024 10:29:10 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს NATO-ს გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს.
"ვულოცავ მარკ რუტეს NATO-ს გენერალურ მდივნად არჩევას. ამ გადამწყვეტ და რთულ დროს, თქვენი როლი არსებითი იქნება გრძელვადიანი მშვიდობის აღდგენის პროცესში დემოკრატიისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად. ვიმედოვნებთ, თქვენი ხელმძღვანელობა იქნება წარმატებული ახალი და მჭიდრო კავშირების დამყარების მათთვის, ვინც მოუთმენლად ველით გაფართოებულ ალიანსს. მადლობა იენს სტოლტენბერგს სამაგალითო სამსახურისა და თავდადებისთვის!", - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
დღეს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს NATO-ს მომავალ გენერალურ მდივნად დანიშვნის თაობაზე.


