Accentnews.ge
მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით, ქარი, სეტყვა – სააგენტოს გაფრთხილება

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით, ქარი, სეტყვა – სააგენტოს გაფრთხილება

25/06/2024 19:18:45 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო 26 ივნისს მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს.

კერძოდ, როგორც სააგენტო მიუთითებს, 26 ივნისს აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი, ზოგან ძალიან ძლიერი წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა.

საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, დღისით აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში - დროგამოშვებით ძალიან ძლიერი.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე - წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე - მაღალი), - წერია განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S