Accentnews.ge
მოსკოვი ლოიალობისთვის "ქართული ოცნების" ქებას აგრძელებს

მოსკოვი ლოიალობისთვის "ქართული ოცნების" ქებას აგრძელებს

25/06/2024 13:51:15 პოლიტიკა

მოსკოვი ლოიალობისთვის "ქართული ოცნების" ქებას აგრძელებს და დამყოლობის პოლიტიკას მთელი საქართველოს მოსახლეობის პოზიციად ასაღებს.

შესაბამისი სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ნარატივები, რომლებიც აქამდე არა მარტო კრემლიდან, არამედ "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც არაერთგზის გვსმენია, ამჯერად რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა გააჟღერა.

მისი მტკიცებით, საქართველოს "არ სურს, გამოყენებული იყოს, როგორც ანტირუსული პლაცდარმი და ეს დადებითად აისახება ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე".

"თუ საქართველოს შევხედავთ, იგი სულ უფრო მეტად აცნობიერებს თავს დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყნად, რომელსაც თავის მეზობლებთან მშვიდობა სურს. მათ ესმით და არ სურთ, გამოყენებულები იყვნენ პლაცდარმად რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთის მიმართ საფრთხეების პროეცირებისთვის. ამ ტენდენციას დადებითი შედეგები აქვს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებისთვის, მათ შორის - ტურიზმის სფეროში და ეს ისაა, რისკენაც ორივე მხარე იღწვის"- დასძინა ოვერჩუკმა.

ამგვარად, "ოცნების" ლოიალურობის პასუხად მოსკოვიდან კვლავ არაფერი ისმის, საქართველოს ხელისუფლების დამყოლობის ქების გარდა და კვლავ მინიშნებაც კი არ არის იმაზე, რითაც საქართველოს მოსახლეობას პრემიერი კობახიძე და "ოცნების" პროპაგანდისტები აიმედებენ - რუსეთთან დაახლოების საპასუხოდ ვითომდა სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნების შესაძლებობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S