
სანიოლი: შორს ვარ პოლიტიკისგან, ვინ ითამაშებს და ვინ არა, ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია
25/06/2024 13:35:01 საზოგადოება, ციტატა
“არ მგონია, აქ იმისთვის ვიყოთ, რომ განვლილ მატჩებზე ვისაუბროთ, რადგან ამ შეხვედრებზე უკვე ვისაუბრეთ, ახლა პორტუგალიასთან თამაშზე უნდა ვილაპარაკოთ. რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს, გვაქვს რამდენიმე არჩევანი, ჯერჯერობით, არ არის გადაწყვეტილი ვინ ითამაშებს. თქვენ ამ ყველაფერს პოლიტიკას უკავშირებთ, მაგრამ მე ამისგან ძალიან შორს ვარ. გადაწყვეტილებებს მხოლოდ საფეხბურთო ფაქტორებიდან გამომდინარე ვიღებ! 6-7 თვის წინ, როცა მიქაუტაძე სათადარიგო სკამზე დავსვი და ზივზივაძეს ვათამაშებდი, მაკრიტიკებდნენ, ახლა კი, ყველაფერი პირიქით ხდება. ვიღაც ბრიყვები ყოველდღიურად მაკრიტიკებენ საფეხბურთო მიზეზების გარეშე, აღარ შემიძლია ამის მიღება, პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ, ბოდიში ამ ტონისთვის, მაგრამ ბოლო ეს საკითხი ცუდ განწყობაზე მაყენებს. მე ფეხბურთის მწვრთნელი ვარ, ვინ ითამაშებს და ვინ არა, ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია, არჩევანი ხდება მხოლოდ საფეხბურთო კუთხით და შემადგენლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ მე ვიღებ!”,– თქვა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
მის კომენტარს Europop ავრცელებს.