Accentnews.ge
GWP: წყლის მიწოდება სრულად აღდგა

GWP: წყლის მიწოდება სრულად აღდგა

25/06/2024 10:16:32 საზოგადოება

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ( GWP) განცხადებით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები სრულად აღდგენილია.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის იმ აბონენტებს, რომელთაც წყლის მიწოდება აღნიშნული ინციდენტის გამო ჰქონდა შეზღუდული, წყალმომარაგება სრულად აღუდგა", – აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური მაგისტრალურ მილსადენზე დაზიანების გამო, 16 ივნისიდან თბილისის ნაწილს და მცხეთას წყალი არ მიეწოდებოდა. მოქმედებდა გრაფიკი. წყლის ეტაპობრივი აღდგენა გუშინ დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S