
1 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გაიმართება
25/06/2024 09:05:30 საზოგადოება
საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან 1 ივლისს, 12:00 საათზე აქცია გაიმართება. ამის შესახებ „დროას“ წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა ისაუბრა.
„გირჩი მეტი-თავისუფლებისა“ და „დროას“ გუნდა 7 თვის წინ დაიწყო კამპანია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენი ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნას ემსახურებოდა. არსებული ინფორმაციით საქართველოდან გასულია მილიონზე მეტი მოქალაქე. 90-ზე მეტ ქვეყანაში გროვდებოდა ხელმოწერები და 35 ქალაქიდან ოფიციალური მოთხოვნა შევიდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა მათთვის უბნები გაეხსნათ. სამწუხაროდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი არ გაუცია და არავითარი მოქმედება არ დაუწყია",– თქვა პეტრიაშვილმა და დასძინა, "ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა მოიპაროს და მათ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება წაართვას".
მისი თქმით, კამპანია, „გახსენი უბანი ემიგრანტებისთვის, ნუ მოიპარავ ხმას!“ გაგრძელდება.
"ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ მილიონზე მეტ მოქალაქეს ჰქონდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა“, - დასძინა პეტრიაშვილმა.