
ვალეში, ჭაში სამუშაოების შესრულებისას წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი დაიღუპა
25/06/2024 06:23:06 საზოგადოება
ვალეში, წყლის ჭაში სამუშაოების შესრულებისას "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" თანამშრომელი დაიღუპა, მეორე თანამშრომელი კი დაშავდა, - იუწყება "სამხრეთის კარიბჭე".
უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს 1965 წელს დაბადებული მამაკაცი უკვე დაღუპული დახვდა.
როგორც "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" გამოცემას განუცხადეს, მეორე მამაკაცი დაღუპული თანამშრომლის ამოყვანის დროს დაშავდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა ახალციხის კლინიკა "ევექსში" გადაიყანეს. დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
მომხდართან დაკავშირებით რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება ამ ეტაპზე უცნობია.