Accentnews.ge
კახა კალაძე: "როგორც „გამჭვირვალობის კანონი“ იყო რუსული, ისე ვაყენებ მე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას"

კახა კალაძე: "როგორც „გამჭვირვალობის კანონი“ იყო რუსული, ისე ვაყენებ მე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას"

24/06/2024 18:55:40 ციტატა

"თითქოს [ბუდუ] ზივზივაძეს ეროვნულ ნაკრებში მე არ ვათამაშებ, თითქოს მე ვიღებ გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ნაკრებში, ვინ უნდა ითამაშოს და ვინ არა. გულშემატკივარს, ვინც ერკვევა ფეხბურთში, მათთვის არ ვაკეთებ ამ განმარტებას, რადგან ყველამ იცის, რომ ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და სიბინძურე. როცა ვნახე ვინ წერს ამ კომენტარებს, გავაკეთეთ პატარა ანალიზი, 99% ამ ადამიანებისა არიან ისინი, ვინც „გამჭვირვალობის კანონს“ აპროტესტებდა და ამბობდა, რომ გამჭვირვალობა ცუდია და თითქოს გამჭვირვალობა იყოს რუსული. როგორ შეიძლება, ასეთი სიბინძურე მოიფიქრო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამას ისინი იკადრებდნენ და გააკეთებდნენ ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, ამაზე უარესებსაც აკეთებდნენ, როცა 2012 წლამდე ხელისუფლებაში იყვნენ. როგორც „გამჭვირვალობის კანონი“ იყო რუსული, ისე ვაყენებ მე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას და ვიღებ გადაწყვეტილებას, ვინ ითამაშოს და ვინ არა. ეს არის დიდი სისულელე“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ფეისბუქლაივში განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S