
ო'ბრაიენი: საქართველოს აქვს სუვერენული უფლება გადაწყვიტოს, შეუერთდეს კლუბს და ჩვენ უბრალოდ ნათლად ვხსნით იმას, თუ რას ნიშნავს ეს
24/06/2024 15:34:20 ციტატა
"საქართველოს საზოგადოებამ განაცხადა, რომ მას ჩვენს საფეხბურთო ლიგაში თამაში სურს და შემდეგ მან თქვა, რომ, სხვათა შორის, ჩვენ გვინდა, რომ მოედანზე, ჩვენს მხარეს 15 მოთამაშე გვყავდეს. არა! თქვენ იმავე რაოდენობის მოთამაშეს იღებთ, რამდენსაც ყველა სხვა და და აკეთებთ იმას, რაც გსურთ, ისე როგორც ამას სხვები აკეთებენ. ეს არის კლუბის წესები. ასე რომ, ეს ნამდვილად არ არის გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენიტეტის შესახებ. საქართველოს აქვს სუვერენული უფლება გადაწვიტოს, შეუერთდეს კლუბს და ჩვენ უბრალოდ ნათლად ვხსნით იმას, თუ რას ნიშნავს ეს. ასე რომ, ჩვენ ქართველ ოფიციალურ პირებთან ამ დისკუსიებს გავაგრძელებთ, მათთან კომუნიკაციაში ჩვენი საელჩო ძალიან აქტიურია, რამდენიმე ევროპელი ლიდერი ძალიან აქტიურია და ჩვენ ამ საუბრებს გავაგრძელებთ“, -ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა.
მანამდე, მან აღნიშნა, რომ პარტნიორებს „ქართული ოცნების” რიგი მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებები აწუხებთ.
"ჩვენ ძალიან გვაწუხებს „ქართული ოცნების“ ლიდერების ძალიან მცირე ნაწილის გადაწყვეტილებები და რიტორიკა”, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია სურს.
"მთავრობა და ახლახანს, ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ–მინისტრის განცხადება, რომ მათი ბოლო პერიოდის ქმედებები არ დააბრკოლებდა ამ კურსს, თუმცა ბოლო პერიოდის ქმედებები ძალადობა ოპოზიციონერ დეპუტატებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე და "აგენტების კანონის" მიღება, შეუთავსებელია ამ მისწრაფებებთან. სწორედ ამიტომ, ჩვენ თხოვნით მივმართეთ მთავრობას, გადაეხედა მისი პოზიციისთვის", – დასძინა მან.
ო’ბრაიენი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობასთან ამ საკითხზე მსჯელობას გააგრძელებენ.