
გიორგი გახელაძის მეუღლე: "აღარ მყავს გიო! მორჩა ჩვენი ამბავი!"
24/06/2024 12:25:57 საზოგადოება
"აღარ მყავს გიო! მორჩა ჩვენი ამბავი!", -ამის შესახებ პროფესორ გიორგი გახელაძის მეუღლე ირმა მალაციძე სოციალურ ქსელში წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, მისი ცხედარი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.
მომხდარის დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
57 წლის პროფესორ გიორგი გახელაძეს 19 ივნისის შემდეგ ეძებდნენ, იგი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
სამძებრო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან და მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები იყვნენ გიორგი გახელაძის ოჯახის წევრები და მოხალისეები.