
ომბუდსმენი – სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმებზე: ვერ დავბრუნდებით იმ დროში, როცა ქუჩაში ერთმანეთს ჯგუფები და ბანდები უსწორდებოდნენ
24/06/2024 11:47:23 ციტატა
"საგამოძიებო უწყებებს მოვუწოდებ, უფრო ეფექტურად მოახდინონ სულ მცირე, იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც კადრებში ჩანან და რომელთა სახელების და გვარების იდენტიფიცირება რთული არ არის. დაუსჯელობით არ წაახალისონ ეს პროცესი, რომელიც მოქალაქეებზე თავდასხმას გულისხმობს. ნებისმიერი ასეთი ქმედება უკუკავშირს იწვევს და ვერ დავბრუნდებით იმ დროში, როცა ქუჩაში ერთმანეთს ჯგუფები და ბანდები უსწორდებოდნენ, ამას ჭირდება სახელმწიფოს ძალიან მკაცრი ჩარევა და პასუხისგებაში მიცემა ყველა იმ ადამიანის, ვინც ამაშია ჩართული", – ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სამოქალაქო აქტივისტებზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობის ფაქტებს.