
"ზოდის გადარჩენისთვის": მოძრაობის წევრს თავს დაესხნენ
24/06/2024 10:14:26 საზოგადოება
"ზოდის გადარჩენისთვის" შექმნილი ფეისბუქ-გვერდის ცნობით, მოძრაობის წევრ ნიკო გაფრინდაშვილს 22 ივნისს სახლის სადარბაზოსთან თავს დაესხნენ.
"იმის შემდეგ რაც დაანონსდა საპროტესტო აქცია ჯორჯიან მანგანეზის წინააღდმეგ, რათა აღიკვეთოს სოფელი ზოდის განადგურება, 22 ივნისის საღამოს სახლში დაბრუნებულ ნიკო გაფრინდაშვილს, სადარბაზოში დახვდნენ ე.წ ტიტუშკები, სამი ადამიანი, ხელკეტებით შეირაღებული, მიპარვით სასტიკად გაუსწორდნენ ნიკოს ( ძალადობის შედეგად ტვინის შერყევა აქვს მიღებული) და შემდგომ გაიქცნენ ადგილისკენ, სადაც მანქანა ელოდებოდათ, მათ წინასწარ დაგეგმეს ეს, რთული გამოსაცნობი არაა ვისი ორგანიზებულია ეს ძალადობა, სასწრაფოდ ვითხოვთ გამოძიებულ იქნას ეს ფაქტი და დააკავონ მოძალადეები და რაც მთავარია მათი დამკვეთები, ამის იმედი ჩვენ არ გაქვს მაგრამ არაფერია დამალული რომ არ გაცხადდეს და ყველას მოეთხოვება პასუხი ქვეყანაში შექმნილი ამ ძალადობის წახალისებისთვის, ყველა პასუხს აგებს ადრე თუ გვიან! ‼️ვერ გაგვაჩუმებთ, 30 ივნისს 12 საათზე გელოდებით ყველას ზოდის საბჭოსთან, საიდანაც გადავინაცვლებთ ჯორჯიან მანგანეზის ცენტრალურ ოფისთან, რადგან დღეს ჯორჯიან მანგანეზსა და ჩინოვნიკებს შორის ტოლობის ნიშანია!", – ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოსახლეობა სოფელ ზოდში მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოების შეჩერებასა და გაცემული ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვს.