Accentnews.ge
სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

24/06/2024 09:26:56 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ივნისის დღის ბოლოდან 26 ივნისის დღის ბოლომდე, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S