Accentnews.ge
ცაჰკნა: საქართველოს ევროინტეგრაციისკენ აღარ გადაიდგმება ნაბიჯები, თუ მთავრობა არ შეცვლის ქცევას, არ გააუქმებს "უცხოელი აგენტების კანონს"

ცაჰკნა: საქართველოს ევროინტეგრაციისკენ აღარ გადაიდგმება ნაბიჯები, თუ მთავრობა არ შეცვლის ქცევას, არ გააუქმებს "უცხოელი აგენტების კანონს"

24/06/2024 08:04:18 პოლიტიკა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ არსებობს სია იმ ზომებისა, რომლებიც შესაძლოა, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ მიიღოს.

"დღეს სამწუხარო დღეა, იმიტომ რომ უნდა განვიხილოთ საქართველოს საკითხი, სადაც მთავრობა მოძრაობს არა ევროკავშირის მიმართულებით არამედ მის საწინააღმდეგოდ. სამაგიეროდ ხვალ არის სასიხარულო დღე, რადგან განვიხილავთ მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინასთან და მოლდოვასთან. საქართველოს შესახებ მთავარი იქნება ის, რომ აღარ გადაიდგმება ნაბიჯები ამ ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ, თუ ეს მთავრობა არ შეცვლის ქცევას, თუ არ გააუქმებს "უცხოელი აგენტების კანონს". გარდა ამისა, არსებობს სია იმ ზომებისა, რომლებიც შესაძლოა, იქნას მიღებული და მათ შორის არის ფინანსური დახმარების შეჩერება. ასევე იქნება საუბარი შენგენის ვიზების აკრძალვაზე მაღალი თანამდებობის პირებისთვის. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს მთავრობას იმიტომ, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას",– განაცხადა ცაჰკნამ.

თავის მხრივ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმავე გზით სვლას, რომელიც ბოლო პერიოდში აქვს არჩეული, ქვეყნისთვის ევროკავშირის კარი დაიხურება.

„ერთი რამ ცხადია: საქართველოსთვის წევრობის კარი ღიაა, მაგრამ თუკი მთავრობა იმავე გზაზე სიარულს გააგრძელებს, ეს კარი დაიხურება. ქართველი ხალხი იქნება ის, ვინც ამის შედეგებს საკუთარ თავზე მიიღებს, ვინც დაზარალდება იმით, რომ ევროპული პერსპექტივა შემცირდება ან სულაც გაქრება. ძალიან სერიოზულ რამეზე ვსაუბრობთ. ჩვენ არ გვინდა, სამოქალაქო პირებზე იყოს [ჩვენი საპასუხო ქმედებების] გავლენა, არ გვინდა, მეტი ტკივილი მივაყენოთ მოქალაქეებს. მაგრამ არსებობს შესაძლო გადაწყვეტილებები, რომელიც საჯაროდ არაერთგზის გაჟღერდა და დღის ბოლოს შემეძლება, გითხრათ, რა რეაქცია ექნებათ საგარეო მინისტრებს ჩემს შეთავაზებაზე“, - განაცხადა ბორელმა.

მან ჩამოთვალა რამდენიმე ზომა, რომელსაც დღეს მინისტრებს შესთავაზებს:

"დღეს გაიმართება საორიენტაციო დებატები საქართველოზე. კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დღეს არ ელოდოთ, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში არსებობს ზომები, რომლებიც შეიძლება, იქნას მიღებული, - მაგალითად, ევროპული სამშვიდობო ფონდის მხარდაჭერის შეწყვეტა, მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების შეწყვეტა, უშუალოდ მთავრობისთვის გამოყოფილი დაფინანსების ნაწილის შეჩერება და სხვა".

ევროკავშირი მორიგი გაფართოებისათვის 2030 წლისთვის ემზადება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S