Accentnews.ge
იოზვიაკი: ევროკავშირმა შესაძლოა, საქართველოს მიმართ რიგი მოკლევადიანი გადაწყვეტილებები მიიღოს

იოზვიაკი: ევროკავშირმა შესაძლოა, საქართველოს მიმართ რიგი მოკლევადიანი გადაწყვეტილებები მიიღოს

24/06/2024 07:52:55 პოლიტიკა

ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღია, თუმცა უახლოეს ხანებში შესაძლოა, მოკლევადიანი გადაწყვეტილებები მიიღოს, ფინანსური დახმარების შეწყვეტის ჩათვლით, - წერს "რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროს მთავარი რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი.

"ბორელი ამბობს, რომ დღეს საქართველოს საკითხზე საორიენტაციო დებატები იმართება და კონრეტული გადაწყვეტილებები ჯერ არ არის, თუმცა შესაძლოა, მიიღონ მოკლევადიანი გადაწყვეტილებები, უმაღლეს დონეზე ვიზიტებისა და სხდომების რაოდენობის შემცირების, ასევე ფინანსური, მათ შორის სამხედრო დახმარების შეწყვეტის ჩათვლით" - წერს იოზვიაკი.

თავის მხრივ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმავე გზით სვლას, რომელიც ბოლო პერიოდში აქვს არჩეული, ქვეყნისთვის ევროკავშირის კარი დაიხურება.

„ერთი რამ ცხადია: საქართველოსთვის წევრობის კარი ღიაა, მაგრამ თუკი მთავრობა იმავე გზაზე სიარულს გააგრძელებს, ეს კარი დაიხურება. ქართველი ხალხი იქნება ის, ვინც ამის შედეგებს საკუთარ თავზე მიიღებს, ვინც დაზარალდება იმით, რომ ევროპული პერსპექტივა შემცირდება ან სულაც გაქრება. ძალიან სერიოზულ რამეზე ვსაუბრობთ. ჩვენ არ გვინდა, სამოქალაქო პირებზე იყოს [ჩვენი საპასუხო ქმედებების] გავლენა, არ გვინდა, მეტი ტკივილი მივაყენოთ მოქალაქეებს. მაგრამ არსებობს შესაძლო გადაწყვეტილებები, რომელიც საჯაროდ არაერთგზის გაჟღერდა და დღის ბოლოს შემეძლება, გითხრათ, რა რეაქცია ექნებათ საგარეო მინისტრებს ჩემს შეთავაზებაზე“, - განაცხადა ბორელმა.

მან ჩამოთვალა რამდენიმე ზომა, რომელსაც დღეს მინისტრებს შესთავაზებს:

"დღეს გაიმართება საორიენტაციო დებატები საქართველოზე. კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დღეს არ ელოდოთ, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში არსებობს ზომები, რომლებიც შეიძლება, იქნას მიღებული, - მაგალითად, ევროპული სამშვიდობო ფონდის მხარდაჭერის შეწყვეტა, მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების შეწყვეტა, უშუალოდ მთავრობისთვის გამოყოფილი დაფინანსების ნაწილის შეჩერება და სხვა".

ევროკავშირი მორიგი გაფართოებისათვის 2030 წლისთვის ემზადება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S