Accentnews.ge
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ

24/06/2024 06:10:38 პოლიტიკა

ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.

ევროკავშირის ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები, მათ შორის საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე იმსჯელებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შეგახსენებთ, რომ ბლოკსა და საქართველოს შორის ურთიერთობა "აგენტების კანონის" მიღების შემდეგ დაიძაბა.

ამავე თემაზე: ევროკავშირის ელჩი: ამ კანონის მიღებამ გაყინა საქართველოს ევროინტეგრაცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S