
საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა
22/06/2024 15:06:08 საზოგადოება
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ისტორიული ქულა მოიპოვა.
მატჩის პირველი გოლი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ 45-ე წუთზე 11- მეტრიანით გაიტანა.
ჩეხებმა ანგარიშის გათანაბრება მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს.
შეხვედრა ჰამბურგში, „ვოლკსპარკშტადიონზე“ მიმდინარეობდა.
26 ივნისს საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.