იოზვიაკი: 24 ივნისს საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ
21/06/2024 16:36:35 პოლიტიკა
ორშაბათს, 24 ივნისს საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ,– ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
მისი ცნობით, სავარაუდოდ, გადაწყვეტილება ამავე დღეს არ მიიღება.
"ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირი ამბობს, რომ პრინციპში არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება ორშაბათს საქართველოსთან დაკავშირებით, როდესაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან. უბრალოდ იქნება მსჯელობა, მაგრამ "ადრე თუ გვიან" ვნახავთ, როგორ მოვიქცეთ," - წერს იოზვიაკი X-ზე.


